”კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს კახა კუკავას ”ფორუმ.გე”-ზე გამოქვეყნებული ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება.
;~ასეთ ჩანაწერებს რომ აქვეყნებენ, ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მოთამაშეა. რუსეთის დაზვერვას რომ აბრალებს ერთუჯრედიანი არველაძე, მე ასე არ ვფიქრობ. აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებიათ ხელისუფლებისა და მათი სატელიტების წარმომადგენელთა ჩანაწერები, თუმცა არანაირი გამოძიება და პრევენციული ღონისძიებების მიღება არ ხდება~,-განაცხადა კუკავამ.
;დღეს ”ფორუმ.გე”-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც თითქოს ეკა წამალაშვილსა და გიორგი არველაძეს შორის საუბარია. ჩანაწერის თანახმად, არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ სააკაშვილი არა თუ თანახმაა ~იმიტირებულ ქრონიკას~ შესაბამისი ტიტრი დაედოს, არამედ წინააღმდეგია გადაცემის დასაწყისში გაკეთდეს განმარტება ინსცენირებასთან დაკავშირებით.
;