პოლიტოლოგი გია ნოდია ადასტურებს, რომ "მოდელირებული ქრონიკის" სცენარს წინასწარ იცნობდა.
;როგორც გუშინ, ~მაესტროს~ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ნოდიამ განაცხადა, დაუკავშირდნენ ~იმედიდან~, უთხრეს, რომ გარკვეული გეგმა აქვთ გადაცემასთან დაკავშირებით, სთხოვეს, გადაეხედა სცენარისთვის და გადაცემაში მონაწილეობა მიეღო.
;~მე მაგ დროს სტამბულში ვიმყოფებოდი. არ ვიცი ~იმედიდან~ ვინ დამიკავშირდა. ~იმედიდან~ ვართო, ზოგადად მითხრეს, შეიძლება სახელიც მითხრეს, მაგრამ არ მახსოვს. ვნახე სცენარი, გავეცანი შინაარსს იმისას, რაც შემდეგ ვნახეთ. როგორ მოხდებოდა, მსახიობები იქნებოდნენ ან ტექნიკურად როგორ იქნებოდა აგებული, არ ვიცი. სცენარი დადებითად ან უარყოფითად არ შემიფასებია. დრო არ მქონდა ჩავღრმავებოდი, თუმცა ერთი ორი შენიშვნა წვრილმან საკითხებთან დაკავშირებით, მქონდა. ძირითადში დავეთანხმე~,-განაცხადა ნოდიამ.
;”ფორუმ.გე”-ზე 15 მარტს გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც თითქოს ეკა წამალაშვილსა და გიორგი არველაძეს შორის საუბარია. ჩანაწერის თანახმად, არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა თუ თანახმაა ~იმიტირებულ ქრონიკას~ შესაბამისი ტიტრი დაედოს, არამედ წინააღმდეგია გადაცემის დასაწყისში გაკეთდეს განმარტება ინსცენირებასთან დაკავშირებით.
;სატელეფონო საუბრის ჩანაწერში არველაძე ახსენებს გია ნოდიასა და ზურაბ დავითაშვილს. არველაძე ამბობს, რომ მათ სცენარი ანახა, რომლებმაც მოიწონეს.