ჟურნალი “ბომონდი” სასტუმრო “რედისონში” წვეულებას მართავს.
“რედისონში” საგამომცემლო სახლ “პალიტრის”; ერთ-ერთი ჟურნალის “ბომონდის” მარტის ნომრის პრეზენტაცია და “ფოშ ივენთ 2010” ტარდება. წვეულებას არაერთი ცნობილი ადამიანი და თბილისის ბომონდი ესწრება. ;წარმოდგენილი იქნება ავთო ცქვიტინიძის კოლექციის ჩვენება, ასევე, დაუკრავს ბენდი “კომიკ ქონდიშენი”. ნაჩვენები იქნება გიგა აგლაძის მიერ დადგმული პერფორმანსი. ჟურნალის ხელმძღვანელობა კი ცხრა ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებს. ნომინაციები ასე შეირჩა: ბიზნესბომონდი, ბიზნესი ქუსლებზე, მოუხელთებელი რესპონდენტი და სხვა.
გამარჯვებულებს “ბიბლუსის” წიგნებით დაასაჩუქრებენ. ასევე, წვეულების პარტნიორია სამკაულების მწარმოებელი კომპანია “ჩარმლეინი”.;;
“ჟურნალ “ბომონდს” საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, მოვიწვიეთ რესპონდენტები, პარტნიორები, “ბომონდის” მკითხველები, რათა დღევანდელი დღე ცოცხალი მუსიკით და მოდელების ჩვენებით აღგვენიშნა. ვფიქრობთ, მსგავსი წვეულებები ყოველწლიურად გავმართოთ”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას “ბომონდის” მთავარმა რედაქტორმა თეა აგლაძემ.
;