უკრაინელები სააკაშვილის კიევში ცხოვრების პერიოდზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის კიევში ცხოვრების პერიოდზე დოკუმენტურ ფილმს, პირობითი სახელწოდებით - “მიშა”, იღებენ.

ფილმის ფრაგმენტის ჩვენება დღეს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური მოძრაობა ”თეთრების” ოფისში გაიმართა.

ფილმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არა 3 წელი, როგორც ცნობილია, არამედ 8 წელი ისწავლა და ამის მიზეზი მისი კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხვა იყო.

გარიცხვის მიზეზად კი ფილმის ავტორები იმ წერილს ასახელებენ, რომელიც ერთმა ქართველმა ქალბატონმა გააგზავნა უნივერსიტეტში, სადაც მან სააკაშვილი, სკოლაში სწავლის დროს, გარკვეულ ჯგუფთან ერთად პორნოგრაფიული ფილმების გადაღებასა და ამორალურ ქმედებებში დაადანაშაულა.

‘’სააკაშვილი მაშინ უნივერსიტეტიდან გარიცხეს და კომკავშირიდანაც, თუმცა, მალე, ბიძამისის წყალობით, უშიშროების ჯარში ჩაირიცხა და კომკავშირშიც აღიდგინა თავი’’, - აღნიშნულია ფილმში.

;განსაკუთრებული აქცენტი კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, იმ ინსტიტუტებზეა გაკეთებული, რომლებიც სააკაშვილმა კიევში და ნიუ იორკში დაამთავრა.; ფილმის ავტორების აზრით, ორივე ინსტიტუტი რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებთან - “კგბ”-სთან და “ცრუ”-სთან იყო დაკავშირებული.

;; ერთ-ერთ სიუჟეტში მოცემულია, რომ თითქოს, სააკაშვილი ურეკავს ვიღაც “რევაზის” და ესაუბრება თავის მეგობარ იუშჩენკოზე, სადაც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს მოიხსენიებს, როგორც “იდიოტს და ჩვარს’’, რომლის მხარადაჭერაც მას ამერიკელმა მეგობრებმა თხოვეს.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, კიევის უნივერსიტეტში დევს სააკაშვილის პირადი საქმე, სადაც გაცილებით მძიმე მასალებია თავმოყრილი. “ეს საქმე გახსნილი არ არის, რადგან ვიქტორ იუშჩენკოს დროს ამის საშუალება არ იყო, ახლა ვითარება შეიცვალა და ეს საქმეც გაიხსნება, რომელიც მტკიცებულებებად დაემატება ამ ფილმს’’, - აღნიშნა მან.

შაშიაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ მუშაობს კონკრეტულად აღნიშნულ ფილმზე. ‘’თეთრების’’ ლიდერი მხოლოდ იმას აცახადებს, რომ ფილმზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

“საქართველოში ვინც ყველაზე მეტად სხვას დებს ბრალს ქვეყნის ღალატში და ყველაზე მეტს ლაპარაკობს სხვის კგბ-ს აგენტობაზე, როგორც ჩანს თვითონ კგბ-თი იწყებდა’’, - განაცხადა მან.

შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი თვითონ არის უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და დღესაც რეზიდენტი.

ფილმის ფრაგმენტის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tetrebi.org

;

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს