ბადრი ნაჭყებია -  არ არის გამორიცხული, ტერაქტები კრემლში არსებული დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგიც იყოს

მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტების სავარაუდო მიზეზებზე “ინტერპრესნიუსი” სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

_ ბატონო ბადრი, როგორ შეაფასებდით მოსკოვში მომხდარ ტერაქტს. თქვენი აზრით, რას; შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტები, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა?

;- სამწუხაროდ, ტერორიზმი რუსეთისთვის, ერთი მხრივ, ჩვეულებრივ ამბად იქცა, ხოლო, მეორე მხრივ, სერიოზულ - პრობლემად. თუ რუსეთში ტერორიზმის მასშატატებს გავითვალისწინებთ, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ტერორიზმი რუსეთს კატასტროფული შედეგებით ემუქრება.

რუსეთში ტერორიზმი უკავშირდება არა მარტო იმას, რომ მოსკოვს გადაწყვეტილი არა აქვს პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ იმას, რომ კრემლს არა აქვს განსაზღრული პოლიტიკა არც; მუსლიმანურ სახელმწიფოებთან, არც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთანაც, რომლის მოსახლეობაც ისლამის მიმდევარია.;

პოსტსაბჭოურ სივრცეში თანამედროვე ისლამის წარმოშობა, პრაქტიკულად, ახლებურად მოხდა. იგი მიზნად ისახავდა “სუფთა ისლამის” სხვაგვარად ინტერპრეტაციას. თუ მანამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის; ტერიტორიაზე ტრადიციული ისლამი არსებობდა, დღეს; რუსეთის ტერიტორიაზე ტრადიციული ისლამი, პრაქტიკულად, ღრმა კრიზისშია. ეს კრიზისი ნაწილობრივ; ვრცელდება თანამედროვე მუსლიმანურ სამყაროზეც. კრიზისი ტრადიციულ ისლამსა და ვაჰაბიზმს შორის დაპირისპირებაში გამოიხატება. ვაჰაბიტური და სხვა მიმდინარეობების ე.წ. სუფთა ისლამის იდეა ძალიან პოპულარულია, როგორც მსოფლიოს მუსლიმანურ ქვეყნებში, ისე -; რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტებში, რასაც მუსლიმანური აღმსარებლობის მოსახლეობა ცხოვრობს.

_ რის წინააღმდეგ შეიძლება ყოფილიყო მიმართული ტერაქტები; და კიდევ -; როცა რუსულ სპეცსამსახურებს ტერორისტული დაჯგუფებების სავარაუდო წევრებზე მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული, ტერაქტის მომზადების ფაქტი მოსკოვში გამოეპარათ თუ სპეციალურად წაუყრუეს?

_ რუსეთს ტერორისტულმა ტალღამ 4 წლის წინ გადაუარა. მაშინ მეტრო “რიჟსკაიაზე” კამიკაძემ თავი აიფეთქა, რასაც 10 მოქალაქე შეეწირა. ტერორიზმის ცნობილ ამერიკელ მკვლევარ ვოუტერ ლეკერს აქვს ნათქვამი _ ტერორიზმი ბრძოლის ისეთი სახეობაა, რომლის დროს ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. შესაძლებელია, დაგეგმილი ტერაქტების 99% გახსნა და პრევენცია, მაგრამ; შეიძლება, ტერორისტული აქტების 1%-მა ისეთი ზიანი მოგაყენოს, რომელიც სასაკივდილო აღმოჩნდეს არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ; - მთლიანად სისტემისთვის.; ამიტომ ტერორიზმისგან 100%-ით დაცული არც ერთი სახელმწიფო არ არის. ეს გლობალური პრობლემაა, მაგრამ რაც შეეხება რუსეთს, ტერორიზმი რუსეთში, როგორც გითხარით,; მოსკოვის ისლამთან დამოკიდებულების არაერთგვაროვან პოლიტიკას და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

_ ხომ არ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ბოლო აფეთქებები რუსეთში ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოების პოლიტიკურ გააქტიურების ტალღის ჩაქრობის სურვილს უკავშირდებოდეს. გახსოვთ ალბათ, რომ ჩეჩნეთის ომის წინ მოსკოვში ორ და ვოლგადონსკში ერთ აფეთქებას სწორედ რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდნენ?

_ 1980 წელს იტალიაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა. მაშინ ქალაქ ბოლონიაში რკინიგზის სადგური ააფეთქეს, სადაც ათეულობით მოქალაქე დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა -; ეს ტერაქტი იმის გამო განხორციელდა, რომ გადაეფარათ პარლამენტში ბირჟებზე სპეკულაციის აკრძალვის შესახებ მიმდინარე საკითხის განხილვა. საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოში პრობლემის; ტერაქტებით გადაფარვის პრაქტიკა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ახლა რეალურად რასთან გვაქვს საქმე, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

_ როდესაც რუსეთს ტერორიზმის პრობლება რეალურად აწუხებს, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება “სკინხედების”, ნაციონალისტურ და ფაშისტურ ორგანიზაციებში გაერთიანებულთა რაოდენობა, რატომ რეალურად არ ებრძვის მათ ხელისუფლება?; ბევრი რუსი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციათა ნაწილს ფე-ეს-ბე-ს , ხოლო მეორე ნაწილს მილიცია აკონტროლებს. . .

_ ქსენოფობია და ექსტრემიზმი რუსეთის სერიოზული პრობლემაა. ისეთი ქვეყნები, რომელიც; უსაფრთხოების კოლექტიური შეთანხმების წევრები არიან, სომხეთი, იგივე ტაჯიკეთი, ამ საკითხებს რუსეთის წინაშე ხშირად აყენებენ. სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა მედვედევთან შეხვედრაზე მთელი სერიოზულობით დააყენა საკითხი, თუ რატომ ხდებიან სომეხი ეროვნების მოქალაქეები რუსეთში ექსტერემისტების მსხვრეპლი. ამავე საკითხზე ტაჯიკეთის პარლამენტმა ძალიან სერიოზული; დოკუმენტიც მიიღო, სადაც კრემლისგან რუსეთის ტერიტორიაზე ანტიტაჯიკური მოძრაობის შეჩერება მოითხოვა.

საკმარისია, რუსულ საიტებს გადახედოთ, რომ მივხდეთ _ რუსეთში, ე.წ.; ინოროდცების წინააღმდეგ რა კამპანიაა გაჩაღებული. ფორმალურად, ხელისუფლება ვითომ ებრძვის ქსენოფობიას, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთში გარკვეული წრეები დაინტერესებული არიან ქვეყანაში დაძაბულობის არსებობით, რისთვისაც ნაციონალისტური და ქსენოფობიური; განწყობების დაჯგუფებებს იყენებენ.

_ მომხდარის ფონზე, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში? ბევრი რუსი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ტერაქტები კარგი საბაბი იქნება ხელისუფლებისათვის, რომ ქვეყანაში კონტროლი გაამკაცროს და ე.წ. ჭანკიკების მოჭერის პოლიტიკა გაატაროს. . .

_ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში პრეზიდენტი არის მედვედევი;; მის გარდა ხელისუფლებაში არის ნაციონალური ლიდერი პუტინი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკავია, მაგრამ ქვეყანას რეალურად; მართავს და კვლავაც აპირებს 12 წლით რუსეთის პრეზიდენტობას. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული დაპირისპირება დაიწყოს და ადგილი ჰქონდეს ამგვარი ტერაქტებითა და მანიპულაციებით ვითარების დაძაბვას.

რუსეთში, რეალურად, ორხელისუფლებიანობაა და არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტები კრემლში ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგიც იყოს. პრაქტიკულად აღარავინ მალავს, რომ კრემლში არსებული დაპირისპირების გამო დაძაბული ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში.;; შესაძლოა, ინსპირირებული ტერაქტებით მედვედევს რეფორმების გატარებაში სწორედ პუტინი უშლიდეს ხელს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ტერაქტების სერიალებით კრემლში რომელიღაც დაჯგუფება ძლიერდება ან სუსტდება. ტერაქტების შემდეგ კრემლის კარზე რომელი დაჯგუფება უფრო გაძლიერდება, მედვედევის თუ პუტინის,; უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.;

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან