ჯანდაცვის სამინისტრომ მისამართი შეიცვალა.
უწყება პეკინის გამზირიდან წერეთლის გამზირის 124 ნომერში გადავიდა,; სადაც საპენსიო ფონდი იყო განთავსებული.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, გადასვლის პროცესი 29 მარტიდან დაიწყო და უახლოეს ხანში დასრულდება.
ჯერ უცნობია,; ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ყოფილ შენობაში სხვა უწყება განთავსდება, თუ ობიექტი პრივატიზებას დაექვემდებრება.