სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია გამართა.
წიგნის ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ტურავა არიან.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საია-დან აცნობეს, სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტები. თეორიული საკითხების გააზრების გაადვილების მიზნით, წიგნში მოყვანილია საკონტროლო კითხვები და სავარჯიშოები. სახელმძღვანელოში ასევე მრავლადაა კაზუსები საქართველოს სასამართლოს პრაქტიკიდან.;
სახელმძღვანელოს მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს მისცეს თეორიული ცოდნა, დაეხმაროს; სამართლის ნორმების სწორ გამოყენებასა და განმარტების უნარის გამომუშავებაში, ჩამოუყალიბოს შემოქმდებითი მიდგომა და განუვითაროს; კრიტიკული აზროვნება. თეორიული ცოდნა უნდა დაემყაროს როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე სამართალწარმოებაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რათა მიღებული ცოდნა არსებულ პრაქტიკის ადეკვატური იყოს. ამასთანავე, მან უნდა შეძლოს; წინმხვედრი პრობლემებისა და ხარვეზების გაანალიზება და რაც მთავარია, ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა.
ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო პირველი წიგნია, რომელიც ფონდმა გამოსცა და რომლის უპირველესი მიზანი კვალიფიციური კადრის აღზრდაა, რომელსაც მიღებული ცოდნა წაადგება პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორც მომავალ საჯარო მეხელეს, მოსამართლესა თუ ადვოკატს.
წიგნი ექსკლუზიურად მხოლოდ მაღაზია “ბიბლიუსის” ქსელში გაიყიდება.