მიხეილ სააკაშვილმა  საცურაო აუზი “ოლიმპიკი” გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა; 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზი “ოლიმპიკი” გახსნა.

როგორც პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, ეს აუზი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ზოგიერთი ბავშვი უფასოდაც შეძლებს შესვლას.

მისი თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ფუნქციონირებს ასეთი მასშტაბის საცურაო აუზები და მნიშვნელოვანია, რომ ახალი აუზი გაიხსნა ე.წ. გარეუბანში.

“ჩემი ოცნებაა, რომ ყველა მიკრორაიონში და ყველა დიდ ან პატარა დასახლებაში გაიხსნას ასეთი ტიპის საცურაო აუზი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე თბილისში, სხვა ქალაქებსა და რეგიონში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს არ არის მხოლოდ სპორტული პროექტი, ეს არის სოციალური პროექტი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე, ასევე, ისაუბრა საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც მან აღნიშნა, შეამჩნია, რომ მიმდებარე ტერიტორია გამწვანებულია.

“ამ გზაზე უწევდა გავლა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს და ისინი ადრე უყურებდნენ ნაგვის დიდ ხროვას, ჩამონგრეულ სახლებს და ამ შენობის ჩონჩხს. ახლა კი, აქ განთავსდა დიდი საცურაო აუზი. დღეს დილიდან კი, “მებაღე” გიგი უგულავა ქალაქის გამწვანებაზე მუშაობს; როგორც ჩანს აქაც იმუშავა უგულავამ და კარგი ბაღი გააშენა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საცურაო აუზთან გაიხსნება რაგბის მოედანი და მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სპორტული ცენტრი აშენდება.

საცურაო აუზის გახსნაზე პრეზიდენტმა წყალბურთის ნაკრების წევრ; ნოდარ რაფავასაგან 5-ნომრიანი ქუდი მიიღო საჩუქრად. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ; ცოტა ხნით წყალბურთის ნაკრების წევრი იყო და ამ სპორტით სერიოზულად იყო გატაცებული.

მიხეილ სააკაშვილი საცურაო აუზ “ოლიმპიკს” გასული წლის 1 დეკემბერსაც სტუმრობდა, როდესაც საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა