"ლოტო 6/49"-ის გათამაშება ხვალისთვის გადაიდო

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" "ლოტო 6/49"-ის დღევანდელი გათამაშება, ხვალისთვის გადაიდო.

ამის შესახებ განმარტება გათამაშების წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა, პირდაპირ ეთერში გააკეთა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიაში" აცხადებენ, რომ ბილეთების ბეჭვდის შეფერხება გარე ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია და მოსახლეობას ამისთვის, ბოდიშს უხდიან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, დღევანდელი გათამაშება ხვალისთვის გადაიდო და ბილეთების გაყიდვაც, ხვალ გაგრძელდება.

ამასთან, "ლატარიის კომპანიაში" აღნიშნავენ, რომ ხვალინდელ გათამაშებაში ჩვეულბრივ ჩაერთვება დღევანდელი გათამაშებისთვის უკვე შეძენილი ბილეთები.

"ლოტო 6/49"-ის გათამაშება ხვალ, 21.50 საათზე, ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსტავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება. ბილეთების ბეჭვდის პროცესი დაახლოებით ორი საათის წინ შეფერხდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია