ვიქტორ დოლიძე საკრებულოს პირველ სხდომას პოზიტიურად აფასებს

"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი საკრებულოში ვიქტორ დოლიძე საკრებულოს პირველ სხდომას პოზიტიურად აფასებს .

როგორც ვიქტორ დოლიძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველმა სხდომამ ძალიან საქმიანად ჩაიარა. მისი შეფასებით, საკრებულო არის კარგი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს თითოეული თბილისელის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

"თუმცა, ამ საკითხში მთავარია, რამდენად ადეკვატურად მიუდგება ხელისუფლება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს, რომელიც რეალურად არსებობს. უკვე არსებული ბიუჯეტი ჩვენს მიერ საკრებულოში წარდგენილი ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების საშუალებას იძლევა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამისთვის აუცილებელია იყოს პოლიტიკური ნება. ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ ეს ნება აუცილებლად იქნება უმრავლესობის მხრიდან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს