თბილისის ახალი ვიცე-მერი დავით ნინიძე გახდება

თბილისის ახალი ვიცე-მერი დავით ნინიძე გახდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის ყოფილმა ვიცე- მერმა მამუკა ახვლედიანმა, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დავით ნინიძეს ახალ თანამდებობაზე ამ კვირაში წარადგენს. დავით ნინიძეს მანამდე მერის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

როგორც თავად ყოფილი ვიცე მერი და ამჟამად ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა - არჩეულია მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად და ყველანაირად შეეცდება, იმ მხარდამჭერების ნება და სურვილი გამოხატოს, რომლებმაც ის აირჩიეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს