ინგა გრიგოლია - ახალ საკრებულოში ოპოზიცია ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს

ახალ საკრებულოში ოპოზიცია ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ინგა გრიგოლიამ თქვა, იგი კმაყოფილია დღევანდელი პირველი სხდომით და თვლის, რომ 11 ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში, სერიოზული ძალა იქნება. ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიურ რეჟიმში მუშაობა და ისინი ყოველთვის შეეცდებიან შეახსენონ უმრავლესობას, რომ მარტო აღარ არიან საკრებულოს სხდომებზე.

ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ისინი სხდომის დასრულების შემდეგ შეიტანენ განაცხადს ფრაქციის შექმნის შესახებ. "ქრისტიან-დემოკრატებს" ეყოლებათ ფრაქცია საკრებულოში და იგი იქნება ამ ფრაქციის თავმჯდომარე.

ასევე საკრებულოში იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია და ფრაქცია ეყოლებათ ასევე "ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს".

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს