ნოღაიდელის პოლიტიკურ გუნდში არჩევნების უშედეგოდ დასრულების მიზეზებზე საუბრობენ

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ გუნდში 30 მაისის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებასკიდევ ერთხელ გამოთქვამენ და ამ შედეგების მიზეზებზე საუბრობენ.

მოძრაობის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ საჭირო იყო უფრო სერიოზული მუშაობა ამომრჩევლებთან, გარდა ამისა, ვერ მოხერხდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ამხელდა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს და ამის შესახებ საზოგადოებას დროულად მიეწოდებოდა ინფორმაცია.

~ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნოღაიდელის გუნდს შუახევის #82 საარჩევნო ოლქში 751-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დასწია დაბლა იმან, რომ არჩევნების წინა დღეს ბარათაულის, ზამლეთის და წყალსაყრის თემების მაჟორიატრობის კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ამას თან დაერთო წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება~, - აცხადებს ქარცივაძე.

მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ორგანიზაცია გაძლიერებულიყო და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებულიყო.

როგორც ქარცივაძე აღნიშნავს, განვლილ პერიოდში რაიონულმა ორგანიზაციამ შექმნა სერიოზული მხარდამჭერი ბირთვი, ყველა თემში დანიშნა მთავარი კოორდინატორი, ასევე ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დაინიშნენ პასუხისმგებელი კოორდინატორები.

~ჩატარებული სამუშაოების შედეგი იყო ის, რომ არჩევნების წინ ამომრჩეველთა 25-30 პროცენტიანი მხარდაჭერა გაგვაჩნდა. ამან ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. დაიწყო ჩვენი მომხრეების დაშინება და მოსყიდვა, მმართველმა ძალამ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. ყველაფერი ეს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ საკუთარი კანდიდატურების მოხსნით "დაგვირგვინდა", - განაცხადა ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს