მარნეულის სოფელ ორჯონიკიძეს დღეიდან საიმერლო ეწოდება

ქვემო ქართლის რეგიონში დღეს რამდენიმე სოფელსა და ქუჩას საბჭოთა რევოლუციონერებისა და ბოლშევიკების სახელები გადაერქვა.;

სახელწოდება შეეცვალა მარნეულის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეს. ამასთან დაკავშირებით ადგილზე აქციაც მოეწყო, რომელშიც, მოსახლეობასთან ერთად, მხარისა და რაიონის ხელმძღვანელობაც მონაწილეობდა. მათ დღეს სოფლის შესასვლელში ძველი აბრა ჩამოხსნეს და ახალი დაამონტაჟეს. სოფელ ორჯონიკიძეს დღეიდან საიმერლო ეწოდება.

“სოფელი ორჯონიკიძე საბჭოთა პერიოდში დაარსდა და იქ მოსახლეობა იმერეთის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩაასახელს. დღეიდან ორჯონიკიძეს საიმერლო დაერქმევა. სახელები შეეცვალა, ასევე, ბოლნისის, დმანისისა და წალკის რაიონების სოფლებს. წალკის რაიონში სახელები გადაერქვა 22 ქუჩას. წალკის რაიონში ქუჩებს დღემდე ერქვათ ჩაპაევკა, ბოგდან ხმელნიცკი, კალინინი, მარქსი, კიროვი, სტალინი, პიონერი და ოქტომბრელები. დღეიდან ამ ქუჩებს მელიქიშვილის, ჟვანიას, ყაზბეგის, გორგასლისა და თამარ მეფის სახელები დაერქვა”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს