"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დაასრულა

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დაასრულა .

~ადამიანის უფლებათა ცენტრის~ ცნობით, ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღეს შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: საუბნო-საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ინვენტარის უხარისხო და არასაკმარისი რაოდენობა, მარკირების შესამოწმებელი სპეციალური აპარატების გაუმართავი მუშაობა; საარჩევნო დოკუმენტაციის არქონა, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობა და საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანთა არაკომპეტენტურობა და მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა.

დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ასევე არის: საარჩევნო უბნის გახსნიდან, კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურათა დარღვევა: კომისიის წევრთა წილისყრით ფუნქციათა განაწილების უგულებელყოფა, წილისყრით გამოვლენილ ფუნქციათა ხშირი და ჩანაწერთა წიგნში დაუფიქსირებელი ცვლა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე სამკერდე ნიშნისა და უბანზე ყოფნის უფლების არმქონე პირთა არსებობა.

ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა ძალოვანი სტრუქტურების არსებობა საარჩევნო უბნებზე და უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე, ამომრჩეველთა დიდი ნაკადის ერთდროულად მისვლა საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი პირების კანონის დარღვევით კენჭისყრაში მონაწილეობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმდევი დარღვევები, როგორიცაა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო უბანზე დაბრუნების შემდგომ დაულუქავ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა.

ანგარიშის მიხედვით, სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ადგილი ჰქონდა აგიტაციას ამომრჩევლებზე. სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 12 ივნისს არჩევნების განმეორებით კენჭისყრასაც აკვირდებოდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემო ლამბალოს #47 საარჩევნო უბანზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრა კვალვაც კანონდარღვევით ჩატარდა.

ხვალ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარს, რომელიც ეხება საგარეჯოს რაიონის ოლქის საქმიანობას და მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. ივლისის ბოლოს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დასრულებულ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც წინასაარჩენო და საარჩევნო დარღვევებს ასახავს, ასევე, მოცემული იქნება რეკომენდაციები არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" პროექტის - "სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთსა და კახეთის რეგიონში" ფარგლებში აგრძელებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო