მომავალი წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება კიდევ უფრო გამკაცრდება.
განათლებისა და მეცენიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სექტემბერში, ახალი სასწავლო გეგმის დასრულებისთანავე, სახელმძღვანელობისთვის გრიფის მინიჭების საკითხი კიდევ უფრო გართულდება.
"არ დავუშვებთ, რომ სკოლებში უხარისხო სახელმძღვანელობი მოხვდეს. როგორი პრეტენეზიებიც არ უნდა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ გამომცემლობები ვერ გვიკარნახებენ, როგორი წიგნები შევიტანოთ სკოლებში. გამომცემლობებს განათლების სამინისტრო დაუკვეთავს სტანდარტს, რის მიხედვითაც წიგნები უნდა დაიბეჭდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წიგნი სკოლაში ვერ მოხვდება", - აღნიშნა შაშკინმა.
მისივე თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის მკაცრად განისაზღვრება სტანდარტი, რომელშიც, შინაარსობრივი მხარის გარდა, განსაზღვრული ინება სახელმძღვანელოს ტექნიკური პარამეტრები (შრიფტი, წიგნის წონა და ა.შ.)