ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებენ.
08:00 საათზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება, 09:00 საათზე კი – გამოცდა. ინგლისური ენის გამოცდის მეორე და მესამე სესია 9 ივლისს ჩატარდება.
გამოცდას გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებში აბიტურიენტები 12 ივლისს ჩააბარებენ.
გარდა ამისა, დღეს მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდის მესამე და მეოთხე ნაწილებს (რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა) ჩააბარებენ. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა – 14:00 საათზე.