ვატო ყიფიანი თავს კანონიერ ქურდად არ მიიჩნევს

ვატო ყიფიანი კანონიერ ქურდად და ქურდული ტრადიციების მიმდევრად თავს არ მიიჩნევს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყიფიანის ადვოკატმა, გიგა ზირაქიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყიფიანი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგვადაზე ადრე, ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა და მას ბაჩო ახალაია თავმჯდომარეობდა.

ზირაქიშვილის თქმით, ე.წ. უდოს კომისიას ყიფიანის გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატმა ეკა სურგულაძემ მიმართა.

ყიფიანს 6-წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი და სასჯელს 2004 წლიდან იხდიდა. ყიფიანი პირველად სწორედ 2004 წელს დააკავეს პეროვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ვიქტორ ჯაფარიძის მკვლელობის ბრალდებით. თუმცა, როგორც ადვოკატი ზირაქიშვილი აცხადებს, ყიფიანს მკვლელობა არ დაუმტკიცდა; აღმოჩნდა, რომ მოკლულ ჯაფარიძეს და თავად ვატო ყიფიანს ზურგში ერთი და იმავე იარაღიდან გასროლილი ტყვიები ჰქონდათ მოხვედრილი, ანუ მათ სხვამ ესროლა და ყიფიანის ბრალდება ამ ეპიზოდში გამოირიცხა.

ადვოკატის მტკიცებით, ყიფიანს არ დაუდასტურდა, ასევე, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებაც. მკვლელობაში და ნარკოტიკების შენახვაში სასამართლომ ყიფიანი გაამართლა, ხოლო იარაღის შეძენა-შენახვისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

უკრაინაში მყოფ ვატო ყიფიანზე ძებნა ამ დღეებში გამოცხადდება. მას გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ყიფიანს ბრალად ედება ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირები ე.წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს, რომელსაც მოგებულები ქურდული ტრადიციების მიმდევრების დახმარებით იღებდნენ.

დაკავებულები არიან, ასევე, ვატო ყიფიანის მეგობრები, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი. მათაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის