პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ხვალ იწყება

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ხვალ იწყება და მისი შედეგები კონფიდენციალური იქნება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცენიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვლმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად გაიმართება.

"სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის 14 ათასამდე პედაგოგი დარეგისტრირდა. 2014 წლამდე ეს პროცესი ნებაყოფლობითი, ხოლო გამოცდების შედეგები კონფიდენციალური იქნება. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ გაივლის სერტთიფიცირებას, 2014 წლამდე შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, გამოცდები რამდენჯერმე გაიაროს", - აღნიშნა შაშკინმა.

მისივე თქმით, გამოცდები წელიწადში 2-ჯერ გაიმარტება. სერტიფიცირებულ პედაგოგებს კი, ხელფასი გაეზრდებათ და მენტორ-მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც მოიცავს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია. პედაგოგები, ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400 ლარს მიიღებენ.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები თბილისის ორ (ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს) და საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

"პედაგოგები ხვალ პროფესიული უნდარების ტესტს ჩააბარებენ. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. პრველი სესია 09.00-ზე, ხოლო მერე 15.00 საათზე დაიწყება. გამოცდის ხანგრძლივობა ხუთი საათი იქნება", - განმარტა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები განსხვავდება მისაღები და სამაგისტრო გამოცდებს ტესტებისგან. პედაგოგებისთვის სპეციალურად შეიქმნა გამოცდების ეროვნულ ცენტრში კომპიტერული პროგრამა, რომელიც პედაგოგის "მოსმენასა და საუბრის" უნარს შეამოწმებს.

მიმინოშვილის ინფორმაციით, 19-23 ივლისს პედაგოგები საგნობრივ ტესტებს ჩააბარებენ.

"წელს მხოლოდ ქართული ენა-ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხოური ენების პედაგოგები აბარებენ გამოცდებს. შესაბამისად, საგნობრვი ტესტები მხოლოდ ამ საგნებში შეიქმნა", - განაცხადა მიმინოშვილმა.

სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

მასწავლებლებს მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, რომელიც 60 ქულით განისაზღვრება, სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.

2014 წლიდან სერტიფიცირებული მასწავლებელი საქართველოს ყველა სკოლაში იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი