ქეთრინ ეშტონი სოფელ ოძისის ქართულ ბლოკპოსტზე იმყოფება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში  ბარონესა ქეთრინ ეშტონი სოფელ ოძისის ქართულ ბლოკპოსტზე იმყოფება .

ახალგორის რაიონის მოსაზღვრე ქართულ სოფელში ქეთრინ ეშტონი დაახლოებით 9:50 საათზე ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად მივიდა.

დამკვირვებლებმა ქეთრინ ეშტონს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო ზოლს გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, ქეთრინ ეშტონმა მათგან მიიღო მონაცემები ქართული და რუსული ბლოკსაგუშაგოების მდებარეობის, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოქმედი წესების შესახებ.

ქეთრინ ეშტონს აცნობეს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარს იქით უმთავრესად ქართული სოფლებია.

სოფელ ოძისის ბლოკპოსტზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი.

სოფელი ოძისი ახალგორის რაიონის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. აქედან ერთ კილომეტრში ახალგორის სოფელი ახმაჯი მდებარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ