ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა .
"ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება ძალაში 1-ელ აგვისტოს შედის. შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის პირს უკვე 200 ლარით დააჯარიმებენ. ხოლო თუ მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვას შენობის ან/და ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, მართვის უფლებას სამი წლით ჩამოართმევენ.
ამას გარდა, თუ პირი ნარკოტიკებზე ან სიმთვრალეზე შემოწმებას თავს აარიდებს, მას მართვის უფლებას სამი წლით ჩამოართმევენ. ასევე, თუ მძღოლი პოლიციელის მოთხონაზე ავტომანქანას არ გააჩერებს და/ან შემთხვევის ადგილს მიატოვებს, მას 300 ლარით დააჯარიმებენ ან მართვის უფლებას 1 წლით ჩამოართმევენ.
ჯარიმები იზრდება ღერძულას ხაზის გადაკვეთაზე, რაც მძღოლს უკვე 50 ლარი დაუჯდება; უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა უკვე 40 ლარი დაჯდება. რაც შეეხება ესკორტისთვის ხელის შეშლას, ასეთი ქმედებისთვის პირს მართვის უფლებას 1 წლით ჩამოართმევენ.