პოლიციის თანამშრომლებმა კუკიის სასაფლაოს დირექტორი დააკავეს.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს კუკიის სასაფლაოს დირექტორი 1967 წელს დაბადებული ბადრი ღამბაშიძე, რომელიც საფლავის წაბილწვასა და კომერციულ მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.
ღამბაშიძემ წლების წინ დაკრძალული მიცვალებულის ადგილი გაყიდა და ჭირისუფალს ოფიციალური გადასახადის 107 ლარის გარდა, დამატებით, ხელზე 500 ლარი გამოძალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 258-ე და 221-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.