თენგიზ კიტოვანი იმედოვნებს, რომ რუსეთი მას აფხაზეთს არ გადასცემს

საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი თენგიზ კიტოვანი იმედოვნებს, რომ რუსეთი მას აფხაზეთს არ გადასცემს.

"აფხაზებისათვის ჩემი გადაცემის თხოვნა აბსურდია. ომი აფხაზებმა დაიწყეს, ეს მათ გახსნეს ცეცხლი", _ განუცხადა საქართველოს თავდაცვის ექსმინიტრმა, რუსულ გამოცემა "ვზგლიდს".

ყოფილმა მინისტრმა, ასევე, დააზუსტა, რომ 1992 წლის აგვისტოში ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შევიდნენ.

კიტოვანის თქმით, თუ საერთოდ შესაძლებელია აფხაზებისთვის ვინმეს გადაცემაზე საუბარი, ეს პროცესი საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძით უნდა დაიწყოს, ვინაიდან იგი მაშინ საქართველოს მთავარსარდალი იყო.

თენგიზ კიტოვანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვისთვის საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"საქართველო მალე დაიშლება და ყველაფერზე პასუხი სააკაშვილს მოეთხოება", _ აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.

რუსეთის მიერ აფახზეთისთვის თენგიზ კიტოვანის გადაცემის მოთხოვნით სოხუმის რეჟიმის ლიდერს, სერგეი ბაღაფშს "აფხაზმა ომის ვეტერანებმა" მიმართეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია