ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა .
მინისტრს ევროკავშირის დამკვირვებლებმა ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.
გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ქართული და რუსული ბლოკ-პოსტების, ასევე, რუსი მესაზღვრეების განლაგების შესახებ; აცნობს, რომ ამჟამად ახალგორის რაიონის მოსახლეობის უმეტესობა დევნილია და რაიონში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს. დამკვირვებლების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვრებს დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი კვეთს.
ეუთო-ს გენერალურ მდივანს გააცნეს საზღვრის გადაკვეთის წესები და საზღვრის გადაკვეთის უფლების პირებები.
ამასთან, ევროკავშირის დამკვირვებელეთა ინფორმაციით, ახალგორში ამჟამად არის ფაქტობრიი ეკონომიკური კოლაფსი - რაიონს არ მიეწოდება გაზი, იქ მხოლოდ პატარა ჰოსპიტალი და პირველადი დახმარების კლინიკაა განთავსებული; ახალგორის სკოლებში მხოლოდ 70 მოსწავლე სწავლობს, ახალგორიდან დევნილებს კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების საშუალება არ აქვთ.
სოფელ ოძისში იმყოფებოდა ახალგორის რაიონის პოლიციის უფროსი თემურ ბურდული, რომელმაც ესტონელ მინისტრს აცნობა, რომ ამ ტერიტორიაზე ინციდენტები არც ისე ხშირია.
დუშეთის რაიონის სოფელი ოძისი ახალგორთან მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელი. აქედან ერთ კილომეტრში ახალგარის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.