საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე პირადობის მოწმობა აღარ გაიცემა

საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე პირადობის მოწმობა აღარ გაიცემა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში შედის.

როგორც კანონპროექტის განმატებით ბარათშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ქვეყნის შიდა მოხმარების დოკუმენტს წარმოადგენს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ საქართველოს დიპლომატიურმა წარომადგენლობამ და საკონსულო დაწესებულებამ პირისთვის საზღვარგარეთ პირადობის მოწმობა გასცენ.

კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მხოლოდ რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ ბაზაში ასახვით და პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, პირდაპირ პასპორტი გაიცემა.

კანონპროექტის ავტორი საგარეო საქმეთა სამინისტროა და მის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან