"ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებაზე მისვლას არ აპირებს

"ეროვნული ფორუმი" 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ სახალხო კრებაზე მისვლას არ აპირებს.

ამის შესახებ პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა დღეს, დოდო აბაშიძის სახელოსბის სკვერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

~არ მივალ; იმიტომ კი არა, რომ ცუდი ხალხი შეიკრიბა, იმიტომ რომ, არ იციან რისთვის შეიკრიბნენ~, - აღნიშნა სანიკიძემ და კრების საინიციატივო ჯგუფის წევრების მხრიდან ~ეროვნული ფურუმის~ მიმართ საყვედურებისთვის უკმაყოფილება გამოთქვა.

სანიკიძის ცნობით, მან 29 სექტემბრის შეკრებამდე ორი კვირით ადრე დაურეკა სახალხო კრების ინიციატორებს და სთხოვა შეკრებილიყვნენ, რათა კონკრეტულ საკითხებზე შეთახმებულიყვნენ, კერძოდ, ხალხისთვის გაეცნოთ რეალური გეგმა, როგორ შეიძლება შეიცვალოს სააკაშვილი.

~ველოდებოდი ინიციატორებს და ნინო ბურჯანაძეს; შეხვედრაზე კი ისეთი ხალხი მოვიდა, დღესაც არ ვიცი ვინ იყვნენ~, - აღნიშნა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ