ალექსანდრე რონდელი - მოსკოვი, როგორადაც არ უნდა ეცადოს, ნატო-ს პოზიცია აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით არ შეიცვლება

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევათა ცენტრის ხელმძღვანლის ალექსანდრე რონდელის შეფასებით, მოსკოვი, როგორადაც არ უნდა ეცადოს, ნატო-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

"რუსეთმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და ამ რეგიონებიდან რუსული ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით ნატო-ს პოზიცია არ შეიცვლება", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე რონდელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს განცხადების კომენტირებისას.

გრუშკო აცხადებს, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარის გაყვანის თემა რუსეთსა და ნატო-ს შორის მოლაპარაკებების საგანი არ უნდა იყოს".

რონდელის განმარტებით, ალექსანდრე გრუშკო რუსეთის ოფიციალური პირია და მოსკოვის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებს, გასაკვირი ის იქნებოდა, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამავე რეგიონებში რუსული ჯარის განლაგების შემდეგ, მას სხვა რამ ეთქვა.

მისივე თქმით, ამ საკითხში მხარეები თავიანთ პოზიციაზე რჩებიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთთან ომის დაწყებას არ აპირებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი კრემლს ამ საკითხში დაუთმობს.

ქართველი ექსპერტის აზრით, მართალია, საქართველოს საკითხში ნატო-ს პოზიცია პრაქტიკული თვალსაზრისით შედეგს ჯერ არ იძლევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში მორალურად დამარცხებულია და ამ რეგიონებში მისი ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობამ არალიგიტიმურად შეაფასა, სამომავლოდ ქართულ მხარეს წაადგება.

"ფაქტია, სწრაფი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ პერსპექტივაში რომ რუსეთს ამ ტერიტორიებიდან გასვლა მოუწევს, უდავოა", _ დასძენს ალექსანდრე რონდელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა