"თავისუფალ დემოკრატებში" საკადრო გადადგილებებია

"თავისუფალ დემოკრატებში" საკადრო გადადგილებებია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, საკადრო ცვილებების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთი თვის წინ მიიღო, ახლა კი მისი სისრულეში მოყვანა ხდება.

"პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ აბაშიძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია თეა წულუკიანი. პრესასთან განცხადებებს "თავისუფალი დემოკრატების" სპიკერი ვაკო ავალიანი გააკეთებს", -განაცხადა ალასანიამ.

აბაშიძის შეცვლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას უკავშირდება. წულიკიანისა და ავალიანის თანამდებობები კი ახალია.

მისივე თქმით, გარდა ამისა, პარტიაში გაჩნდა ახალი სტრუქტურები - ჯგუფები, რომლებიც ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით იმუშავებენ. მათ შორის: სოფლის მეურნეობის სტრატეგიიის შემმუშავებელი ჯგუფი; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სტრატეგიის ჯგუფი; განათლების სისტემა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შემსწავლელი ჯგუფი; საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილის, კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი.

"ხუთივე სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულნი არიან, როგორც ჩვენი პარტიის წევრები, ისე ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წევრები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის ორგანიზაციასაც განახლებული შემადგენლობით წარდგენენ.

"პოლიტიკური საბჭო გაიზრდება და გვეყოლება ახალი სახეები. წლინახევრის განმავლობაში ჩვენი გამოცდილების გამოყენებით მთლიანად გადავაწყვეთ და გადავახალისეთ პარტია, დავისახეთ ამოცანები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს გამარჯვებას უკავშირდება", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანს, ირაკლი ჩიქოვანს ირაკლი ალასანიას გაერო-ში ელჩობის დროს, მისი მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას შემდეგ, რაც ალასანიამ თანამდებობა დატოვა, კახა ლომაიას დანიშვნადემ ელჩის მოვალეობას ასრულებდა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისტი იყო, ხოლო პარტიის სპიკერმა, ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია ~რუსთავი 2~ ორი წლის წინ დატოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის