Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი

თუ ეძებ გზას, რომელიც სწრაფ, პრაქტიკულ და რეალურ შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს, Skillwill-ის კოლეჯი სწორედ ის სივრცეა, სადაც შენი ინტერესი პერსპექტიულ კარიერად იქცევა.

2018 წლიდან Skillwill-ი 6000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა ციფრული სამყაროს ათვისებაში, დღეს კი, როგორც ავტორიზაციის მქონე კოლეჯი, განათლების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

გაირე წინასწარი რეგისტრაცია

მოდი ღია კარის დღეზე!

აკადემიური პროგრამები და მიმართულებები

Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება და ისწავლე თანამედროვე გარემოში, სადაც თეორია პირველივე დღიდან პრაქტიკად იქცევა.

კოლეჯის სასწავლო კურიკულუმი პასუხობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, სტუდენტებს კი შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ შემდეგ სპეციალობებს:

  • Front-End დეველოპმენტი (თბილისი)
  • კომპიუტერული ქსელები და სისტემები (თბილისი)

ასევე, უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა ( თბილისი და ბათუმი )
  • სასაწყობო ლოჯისტიკა და ოპერირება ( ბათუმი)

რატომ უნდა აირჩიო Skillwill-ის კოლეჯი?

აქ სწავლა მხოლოდ თეორიული მასალის ათვისებას არ ნიშნავს. ეს არის პროცესი, რომელიც პირველივე დღიდან რეალურ პროექტებში ჩართულობას გულისხმობს.

  • სახელმწიფო დაფინანსება: ყველა პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც ხარისხიან განათლებას ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი მოტივირებული სტუდენტისთვის.
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება: ლექტორები, რომლებიც თავად არიან ინდუსტრიის მოქმედი ლიდერები, დაგეხმარებიან პრაქტიკული უნარების დახვეწაში.
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ინოვაციური სივრცეები და საერთო სამუშაო გარემო (co-working spaces) შექმნილია წამყვანი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
  • დასაქმებაზე ორიენტირება: კარიერული კონსულტაციები, პორტფოლიოს შექმნა და პირდაპირი კავშირები დამსაქმებლებთან შენი წარმატების გარანტიაა.

გაირე წინასწარი რეგისტრაცია

მოდი ღია კარის დღეზე !

გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ განათლების ისეთი სტანდარტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ცოდნა პირდაპირ პროფესიულ წარმატებაში აისახოს. Skillwill-ის კოლეჯი არის დამაკავშირებელი რგოლი ნიჭიერ ახალგაზრდებსა და გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის.

2026 წლის მიღება აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, რაციონალურად გამოიყენონ დრო და პირველივე ნაბიჯებიდან გახდნენ იმ პროცესების მონაწილენი, რომლებიც ხვალინდელ ციფრულ სამყაროს აყალიბებენ.“

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება

Skillwill-ის კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ დინამიკურ, დასავლური სტანდარტების შესაბამის გარემოს.

სტუდენტური ცხოვრება აქ დატვირთულია ვორკშოფებითა და ღონისძიებებით, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული კავშირების დამყარებასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.

პროფესიული წარმატება: განათლება, რომელიც კარიერად იქცევა

Skillwill-ში განათლება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. ინდუსტრიის ლიდერები სტუდენტებს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ, რაც მათ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიონალებად აყალიბებს.

Skillwill-ის კოლეჯი არის არჩევანი მათთვის, ვისაც სურს დროის ეფექტური მართვა, მაღალტექნოლოგიური პროფესიის დაუფლება და კარიერული ზრდის გარანტია. 2026 წელი ახალი რეალობის დასაწყისია, როდესაც წარმატება სწორად შერჩეული პრაქტიკული განათლებით განისაზღვრება.

Skillwill — დაიწყე მომავლის შენება დღეს და ისწავლე ის, რაც მართლა გამოგადგება!

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში