თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ავიაციის შესახებ ლექცია მოისმინეს. ლექციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინი და ავიაკომპანია "აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი დაესწრნენ.
ლექცია სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში ჩატარდა და მას ავიაკომპანიის ფრინავები და ბორტგამცილებლებიც დაესწრნენ.
მოსწავლეები ავიაციის ისტორიას გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ. მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელი კი მოსწავლეებს დარგის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
"დღევანდელი ლექცია მიზნად ისახავს მოზარდებში ისეთი სტარატეგიული დარგის პოპულარიაზაციას, როგორიც ავიაციაა. მსგავსი შინაარსის ლექციები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილების ფარგლებში მომავალშიც ჩატარდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს", - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.