პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი საკრებულოში და ფრაქცია "დედაქალაქის" წევრი ნათელა მაჭავარიანიდედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ხაზების ნაწილის გაუქმებას აპროტესტებს.
როგორც ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა საკრებულოს გვერდის ავლით, ფარულად არ უნდა ხდებოდეს.
`სატრანსპორტო მომსახურების შეზღუდვა ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის ისედაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვინაიდან მგზავრებს მოუწევთ ტრანსპორტის გამოცვლა, რაც მეტ დროს და ფინანსებს მოითხოვს. ჩნდება ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილებით ხდება სატრანსპორტო ბიზნესის მონოპოლიზება, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ~, _ აცხადებს მაჭავარიანი.
მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ხაზების რაოდენობა თბილისში 1-ელი ნოემბრიდან 35-ით შემცირდა და დღეისათვის 92-ს შეადგენს.