თბილისში თამარ გვერდწითელი ჩამოვიდა

დღეს, თბილისში კიევიდან მომღერალი თამარ გვერდწითელი ჩამოვიდა, რომელიც "მზიურის" პირველი თაობის გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

9 ნოემბერს, ფონდ "იავნანას" ეგიდით, ანსამბლ "მზიურის" პირველი თაობა გალა კონცერტს გამართავს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ფონდის სამხატვრო ხელძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ განუცხადა, გალა კონცერტის პროგრამაში შესულია მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სიმღერების თანამედროვე და რეტრო ვერსიები ფილმიდან `მზიური".

საღამოზე მომღერლები თავად დაუკრავენ და ცოცხლად შეასრულებენ სიმღერების ახალ ვერსიებს.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის" ზამთრის შეთავაზება