შსს-მ გამოძალვაში ეჭვმიტანილი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვაში ეჭვმიტანილი კუკური შონია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, კუკური შონიამ ავთანდილ იობიძე, რომლის ვალიც ჰქონდა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით დაიბარა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უარი ათქმევინა მის კუთვნილ 110 000 აშშ დოლარზე, რომელიც მას იობიძემ ასესხა.

აღნიშნული "საქმის გარჩევას" ბრალდებულის მხრიდან ესწრებოდა ამჟამად პატიმრობაში მყოფი თენგო გურჩიანი და ამ დროისთვის აღნიშნულ საქმეზე ძებნილი ორი პირი, მალხაზ აფრასიძე და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტარიელ შონია.

მათ დაზარალებულს კუკური შონიას მიაყენეს მორალური და მატერიალური ზიანი.

კუკური შონიამ ავთანდილ იობიძისგან 110 000 აშშ დოლარი ისესხა და წლების განმავლობაში თანხას არ უბრუნებდა.

ამჟამად ტარიელ შონიას და მალხაზ აფრასიძეს მიმართ ტარდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, ადგილ სამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე