თავისუფალი თეატრის დასმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თხოვნით, სპეციალურად არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებისათვის სპექტაკლი "ჯინსების თაობა" წარმოადგინა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპექტაკლს 50 პრობაციონერთან ერთად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ. წარმოდგენამ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი თვაურის განცხადებით, მსგავს კულტურული ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობა პრობაციონერებს დაეხმარება ღირებულებათა გადაფასებაში და მოქალაქეობრივი მართლშეგნების ამაღლებაში, რაც მათი მხრიდან დანაშაულის განმეორების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.