136 ტოტალიზატორი 53 მილიონი ლარით დააჯარიმეს

ტოტალიზატორების მფლობელები დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ამხილეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ გედევანიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცადა, შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 136 ტოტალიზატორი შეამოწმა, რის შედეგადაც გამოვლინდა დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ ტოტალიზატორების ერთობლივი შემოსავალი შემოწმების პერიოდში შეადგენდა 280 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო მათ მიერ ოფიციალურად დეკლარირებული იყო მხოლოდ 47 მილიონი, ანუ 230 მილიონი ლარით ნაკლები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი იზარალა.

გედევანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ტოტალიზატორებში წააგო 200 მილიონ ლარზე მეტი, მისივე თქმით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევებიც, როგორებიცაა ე.წ. "პოსლეზე" თამაში და "ხელზე გამაზვის" ფაქტები.

მისივე თქმით, ხშირად ტოტალიზატორში წაგებული თანხების ამოღება გადადიოდა ქუჩურ გარჩევებში, რომელშიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, სამსახური აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას კვლავ აგრძლეებს. გედევანიშვილის განცხადებით, ტოტალიზატორების მფლობელებს, რომლებსაც დარღვევები აღმოუჩინეს, დაუწესდებათ ჯარიმები და გარდა ამისა, მოუწევთ დავალიანებების დაფარვა. მათგან, იმ ნაწილს, რომელსაც 25000 ლარზე მეტი აქვს დავალიანება, ამ თანხის დაფარვა მოუწევს 45 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ვასილ თქმით განცხადებით, აღნიშნულ 136 ტოტალიზატორზე, ჯარიმების სახით გადანაწილდება 53 მილიონი ლარი, თითოეულ მათგანს ჯარიმის გადახდა იმის მიხედვით დაეკისრება, თუ რა რაოდენობის გადასახადი ჰქონდათ მათ დამალული და რა სახის დარღვევები იყო მათ დაწესებულებაში აღმოჩენილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა