მომავალ წელს რეფერალური მომსახურების დაფინანსება თითქმის სამჯერ მცირდება.
რეფერალური პროგრამა, რომელიც არაერთხელ გახდა საპარლამენტო დებატების საგანი, მიმდინარე წელს 13, 876.0 ათასი ლარით ფინანსდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანხმად კი, მისი დაფინანსება მხოლოდ 4, 200. 0 ათას ლარს შეადგენს.
რეფერალური პროგრამა ადრე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იყო და გარკვეული მოსახლეობის ოპერაციების დაფინანსების გადაწყვეტილებას, სამინისტროს ექსპერტები იღებდნენ.
რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით კი რეფერალურ მომსახურებაზე გადაწყვეტილების მიღება მთავრობას დაევალა.
ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს და მასზე დებატები პარლამენტში არაერთხელ შედგა.
რეფერალური მომსახურებით უნდა ისარგებლონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, თუმცა ვერც ერთ პროგრამაში ვერ ჯდებიან.