წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ხვალ, თელავში, ახალი პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება თელავის თეატრის ფოიეში 15:00 საათზეა დაგეგმილი. თეატრის ფოიეში "ბიბლუსს" უკვე რამდენიმე დღეა ადგილი აქვს დათმობილი. როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, წინების მაღაზიათა ქსელი წიგნის მოყვარულებს თელავშიც ბევრ საინტერესო წიგნს სთავაზობს.
პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში უკვე გამოვიდა მსოფლიო ლიტერატურის სამი შედევრი – ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი", ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".