"გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელოვანთა კავშირის მხარდაჭერით დღეს გორის თეატრის დარბაზში შემოქმედ ქალთა საზოგადოება ,,ბანოვანი” იუბილეს გამართავს.
;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საღამოს კონცერტის სახე ექნება, სადაც ,,ბანოვანელი” ქალბატონები საკუთარ ლექსებსაც გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას. ბოლოს კი ორგანიზაციის 20 წევრს მუნიციპალიტეტი საჩუქრად გადასცემს ცნობილი გორელი მწერლის ვანო ჩხიკვაძის წიგნებს.
;;; ,,გვინდა წავახალისოთ და სტიმული მივცეთ გორელ მწერლებსა და პოეტებს. მუნიციპალიტეტი ამგვარ ღონისძიებებს შეძლებისდაგვარად; ყოველთვის უწყობს ხელს. დღეს, სამწუხაროდ, შემოქმედ ადამიანებს ძალიან უჭირთ. მიგვაჩნია, ადამიანებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ კულტურას ქმნიან, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ,” - განაცხადა მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა ნინო ხავთასმა.
;; სალონი ,,ბანოვანი” ხელოვანთა კავშირში უკვე 30 წელია არსებობს და; პოეტ ქალებს აერთიანებს. მისი წევრები არიან ცნობილი გორელი ქალბატონები: მერი მარწყვიშვილი, სოფო მექვაბიძე და სხვა.