ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელი" აბონენტებს სპეციალურ საახალწლო პაკეტს სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, 43 ლარიან პაკეტში შედის მობილური ტელეფონი, "ლაილაის" სიმ-ბარათი, 1 ლარის სასაუბრო დრო, 5 000-მდე წამი "ჯეოსელსა" და "ლაილაიზე" სასაუბროდ.
აქციაში მონაწილე აბონენტმა, "ლაილაის" ნომრის გააქტიურების შემდეგ 5 000 წამის მისაღებად უნდა აკრიფოს კოდი *104# OK. პირველი 1 000 წამი აბონენტს ანგარიშზე დაერიცხება კოდის აკრეფისთანავე და მისი გახარჯვის ვადა მიღებიდან 30 კალენდარული დღეა. დარჩენილ 4 000 წამს კი აბონენტი ყოველი 5 ლარის ან მეტის ერთჯერადი გადახდისას მიიღებს(1 000- 1 000 წამის ოდენობით).
"ჯეოსელის" საახალწლო პაკეტში მობილური ტელეფონი Nokia 1280 და Huawei G5010 შედის. Nokia-ს ფასია 39 ლარი, ხოლო Huawei-ის 43 ლარი.
Huawei G5010 აღჭურვილია გასართობი ფუნქციებით WAP, GPRS, MMS, MP3, JAVA, ვიდეო კამერა, FM რადიო და სხვა.
მობილური ტელეფონები მხოლოდ "ჯეოსელის" ბარათით მუშაობს.