2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია ხვალ შეწყდება

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია ხვალ შეწყდება. ;

როგორც “ინტერპრესნიუსს” გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 20 მარტს, 17:00 საათზე, 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია შეწყდება. მათივე ინფორმაციით, თუ რამდენი აბიტურიენტი მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, ამის შესახებ პირველადი მონაცემები, დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში გადიან. სკოლადამთავრებულების რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში წარმოებს.

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულით განისაზღვრა. შესაბამისად, აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 26 ქულა, რომ გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ კონკრეტული ფაკულტეტებისათვის ჩასაბარებელი უცხოური ენა. რამდენიმე ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ირჩევს ერთ-ერთს.

2009 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი სასწავლებლების ცალკეული ფაკულტეტები მოითხოვენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ტესტის განსხვავებული საგნობრივი ნაწილების ჩაბარებას.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია