ბაღდათის ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიენიჭა

ისან-სამგორის რაიონში ბაღდათის ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიენიჭა, - ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

საკითხი განსახილველად სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილმა წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკრებულო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიჩარდ ჰოლბრუკის სახელის მინიჭების ინიციატივა ახლახან გამოთქვა.

გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს დაბა წყნეთში დიდგორის რაიონში იოსებ სტალინის ქუჩისა და მასზე არსებული შესახვევებისთვის დიმიტრი ამილახვრის სახელის მინიჭებას. საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ დიმიტრი ამილახვარი იყო წარმოშობით ქართველი და დეგოლის თანამოაზრე.

რიჩარდ ჰოლბრუკი 76 წლის ასაკში ახლახან გარდაიცვალა. იგი საქართველოში აგვისტოს ომის მოვლენების დროს იმყოფებოდა. ჰოლბრუკი ირანსა და ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი იყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს