"ბილაინის" ე.წ. ოქროს ნომრები საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა

კომპანია "ბილაინმა" საქველმოქმედო მიზნებისთვის ე.წ. ოქროს ნომრები აუქციონზე გაყიდა.

თბილისის "ივენთ ჰოლში" გამართულ ღონისძიებაზე 50 ოქროს ნომერი იყო გატანილი. მათ შორის 18 აუქციონის წესით გაიყიდა, ხოლო 32 ნომერი - ფიქსირებული თანხით. აუქციონზე ყველაზე დიდი თანხა ორმა სტუმარმა გადაიხადა და თითოეული ნომერი 3000 ლარად გაიყიდა.

ერთ-ერთი ნომრის მყიდველი "კაუკასუს ონლაინის" წარმომადგენელი გია ადეიშვილია, ხოლო მეორე ნომრის მფლობელმა ანონიმურობა არჩია და განაცხადა, რომ ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება.

ერთ-ერთი ოქროს ნომრის მფლობელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი გახდა. აუქციონზე გაყიდული ნომრებიდან შემოსულმა თანხამ მთლიანობაში 20.850 ლარი შეადგინა.

კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორის ანდრეი პიატახინის განცხადებით, "ბილაინი" უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს "ნათელი ფერები ბავშვებს" და აღნიშნული აუქციონიც ამ პროექტის ფარგლებში შედგა.

აუქციონიდან შემოსული თანხა თანაბარ ნაწილად გაიყოფა. ერთი ნაწილი გლდანში მდებარე ბავშვთა კრიზის-ცენტრს გადაეცემა, ხოლო მეორე ნახევარი საქველმოქმედო ფონდ "SOCO"-ს, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსია.

როგორც საქველმოქმედო აქციაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, კომპანია "ბილაინის" აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანი პროექტია და მან "ბილაინს" ამისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა