რეისი რუსთავი-გლდანი გაძვირდა

რუსთავი-გლდანის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება დღეიდან 2 ლარს შეადგენს .

ამ დრომდე რუსთავი-გლდანის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 1,50 ლარი იყო, იგივე სამარშრუტო ტაქსით რუსთავიდან დიდუბემდე მგზავრობა 1,50 ლარი ღირს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა განუცხადეს, ეს საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. მძღოლები აცხადებენ, რომ საწვავი უკვე 2 ლარს შეადგენს და შესაბამისად, მათ უჭირთ ხარჯების ანაზღაურება.

გარდა საწვავისა, მძღოლები მგზავრობის გაძვირების მიზეზად, ავტომობილის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ მათ ჰყავთ ოჯახები, რომელთაც რჩენა სჭირდებათ. InterPressNews.Ge

მძღოლები იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუკი საწვავის ფასი დაიკლებს, მგზავრობის ღირებულებასაც გააიაფებენ.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სამარშრუტო ტაქსის ღირებულება დღეიდან 50 თეთრით გაიზარდა და ძირითადად, 1,50 ლარს შეადგენს, თუმცა, ზოგიერთ მარშრუტზე მგზავრობა 2 ლარიც ღირს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია