"დომოდედოვოს" ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა , - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 51 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 35 დაჭრილი კი მძიმე მდგომარეობაშია.

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის საერთაშორისო ჩამოფრენების დარბაზში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დღეს, ადგილობრივი დროით 16:40 საათზე აიფეთქა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებმა ტერაქტის ადგილზე თვითმკვლელი ტერორისტის სხეულის ნაწილები უკვე ნახეს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა