ჰაკერმა "Facebook"-ში მარკ ცუკერბერგის პირადი გვერდი "გატეხა"

ჰაკერმა "Facebook"-ში სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის პირადი გვერდი "გატეხა". ამის შესახებ "The Telegraph" იუწყება.

"რატომ არ შეიძლება "Facebook" სოციალურ საქმედ იქცეს, როგორც ამას ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნისი წერდა", - სწორედ ასეთი შეტყობინება დატოვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ცუკერბერგის გვერდზე.

შეტყობინებას კი დაახლოებით 500 კომენტარი მოჰყვა, "მოწონების" ნიშანი კი 2000-ზე მეტმა მომხმარებელმა დასვა.

კომპანია "შოპჰოს"-ს წარმომადგენლის გრემ კლულის განცხადებით, ჯერ დაუდგენელია, თუ როგორ მოახერხა უცნობმა ცუკერბერგის გვერდზე შეღწევა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური ქსელის დამფუძნებლის გვერდი მიუწვდომელი იყო, თუმცა, ამ დროისთვის ჰაკერის მიერ დატოვებული შეტყობინება წაშლილია. გვერდზე ბოლო ჩანაწერი 2010 წლის დეკემბრით თარიღდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა