ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებისთვის ბრალი კვლავ არ წაუყენებიათ

;“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წევრებისთვის ბრლი ჯერ არ წაუყენებიათ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბადრი ბიწაძის მძღოლის მამუკა შენგელიას ადვოკატმა დავით ხომერიკმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ბრალის წაყენების 48-საათიანი ვადა დღეს საღამოს იწურება.

ერთ-ერთი დაკავებულის როინ ბუღაშვილის ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ კი აღნიშნა,; რომ მის დასაცავ პირს ბრალის წარდგენის ვადა ხვალ, 06:00 საათზე ეწურება.

მისივე თქმით, გამოძიებაში არაფერი შეცვლილა, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამთენიისას ნინო ბურჯანაძის პარტიის; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“; წევრები გუშინ, გათენიისას დააკავა. ბათუმში დააკავეს ზურაბ ავალიანი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დათო გოგრაჭაძე, თბილისში; - ვახო ნარსია, მამუკა შენგელია, ვახო თუშმალიშვილი, როინ ბუღაშვილი, გიორგი გიას ძე ბოლაშვილი (დაბ. 1981 წელს) და გიორგი ბოლაშვილი.

ისინი ეჭვმიტანილები არიან იარაღის შეძენა-შენახვაში. შსს-მ გუშინ გაავრცელა ფარული ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, როგორ აწარმოებენ დაკავებულები მოლაპარაკებებს იარაღის შესყიდვაზე და ყიდულობენ იარაღს.

;

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ