აშშ-ში ქართული სახლი-კორპორაცია “გრაალი” დაფუძნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სახლი-კორპორაცია “გრაალი” დაფუძნდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ნიუ-იორკის ქართული დიასპორიდან დღეს აცნობეს, “გრაალის” დაფუძნება აშშ-ში არსებული მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის წინაშე არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

ნიუ-იორკში “გრაალის” დამფუძნებლები ირმა გვაზავა, მაია საბანაძე, ჟურნალისტი ქეთი ბერიანიძე და მსახიობი ხათუნა იოსელიანი არიან.

როგორც “გრაალის” დამფუძნებლები აცხადებენ, ამერიკაში ქართული ემიგრაცია არა ერთ წელს ითვლის. იქ მცხოვრები ქართველების შთამომავლებს კი მშობლიურ ენაზე საუბარი უჭირთ, არ იცნობენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. “გრაალის” დაარსების მიზანი დაქსაქსული ქართული საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის ხელის შეწყობაა.

ამერიკაში ქართული კულტურის განვითარება-პოპულარიზაციისა და იქ მცხოვრები ქართველებისთვის ფუნქციონირება დაიწყო - ქართულმა საკვირაო სკოლამ, საბავშვო და მოზარდმაყურებელთა თეატრმა, ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა, კლასიკური მუსიკის სტუდიამ, ჭადრაკის წრემ, სოციალური და იურიდიული მომსახურების ცენტრმა, ბიბლიოთეკამ ქართული წიგნადი ფონდით და ქართველ მოზარდთა შეხვედრის ცენტრმა.

~გრაალის~ დამფუძნებლების თქმით, ქართული სახლი-კორპორაცია “გრაალის” კარი ყველა ქართველისთვის ღიაა.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან