წიგნის - "რუსეთი და საქართველო: კრიზისიდან გამოსვლის გზები" პრეზენტაცია გაიმართა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ გამოცემული წიგნის "რუსეთი და საქართველო: კრიზისიდან გამოსვლის გზები" პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან (ICCN) აცნობეს, გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური ქსელი (GPPAC), რომლის მაკოორდინირებელი ცენტრი ჰააგაში მდებარეობს. წიგნს, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა, ქართველი და რუსი ათი ავტორი ჰყავს.

პუბლიკაცია არის სტატიების კრებული, რომლებიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული პროექტის სახელად "სტამბოლის პროცესი" ორწლიანი გამოცდილების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, სტამბოლში ქართველი და რუსი დამოუკიდებელი ექსპერტების რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ქართველი და რუსი მეცნიერები, პოლიტოლოგები ნეიტრალურ ტერიტორიაზე განიხილავდნენ საქართველო-რუსეთის კრიზისის სხვადასხვა ასპექტს და მსჯელობდნენ ამ კრიზისიდან თავის დაღწევის გზებზე.

წიგნის რედაქტორის და ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ხუციშვილის განცხადებით, ერთი წიგნის მეშვეობით შეუძლებელია რუსულ-ქართული პრობლემის სრულად გაშუქება, რადგან ეს არის ფართო და ჯერ დაუწერელი მრავალპროფილიანი კვლევის ან კვლევათა მთელი კომპლექსის ამოცანა.

`უფრო მეტიც, მსგავსი კომპლექსური კვლევა უახლოეს მომავალში, რომ დაიწეროს კიდეც, იმდენადაა პოლარიზებული შეხედულებები, პოლიტიზებული შეფასებები და პოზიციები, რომ ის ობიექტურ შეფასებებს ვერ მიიღებს~, - განაცხადა ხუციშვილმა. თუმცა, მისი აზრით, ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა დღესვეა აუცილებელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა