მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს ბრალი ტერორისტული აქტის და ამბოხების მომზადების მუხლით წაუყენეს

~სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისათვის~ წევრებს მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს ბრალი ტერორისტული აქტის და ამბოხების მომზადებისთვის წაუყენეს.

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დაკავებულების ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ განუცხადა, იარაღთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის არანაირი სტატუსი არ მიუციათ. აქედან გამომდინარე გაუგებარია ტერორისტული აქტის მომზადება, ვინაიდან მისი მთავარი კომპონენტი იარაღია.

;~გაუგებარია, რით ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს, როცა იარაღის ნაწილში არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ. ტერაქტის მომზადების ბრალდებასთან დაკავშირებით საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს~,-განაცხადა ვაშაყმაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გველუკაშვილს და ჩხენკელს აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებს. ჩხენკელი დუმილის უფლებას იყენებს, გველუკაშვილმა კი ჩვენება ნაწილობრივ მისცა.

;მალზახ გველუკაშვილი და ლაშა ჩხენკელი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ასახულია თუ როგორ საუბრობს გველუკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლებლობაზე და პარლამენტის შტურმით აღებაზე. მასალიდან ჩანს, დაკავებულები როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იარაღის შესყიდვაზე, რომელიც მათი თქმით, 9 აპრილს უნდა გამოიყენონ.

;

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ