თბილისის ისანი–სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი ხათუნა ბექაური დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებულმა ხათუნა ბექაურმა ყაზახეთის მოქალაქეს რესტორან "კაიაში" მოპარა საფულე, პირადი საბუთებითა და ფულადი თანხით ოცი ათასი აშშ დოლარის ოდენობით. გატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული დააკავეს შემთხვევიდან მესამე დღეს.
ხათუნა ბექაურის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია მოპარული თანხა 19 700 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან – 10 წლამდე.